დიაგნოსტიკური შეფასება კითხვასა და მათემატიკაში

კითხვის შედეგები


   
მოსწავლის N
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
სიტყვების წაკითხვის ტესტი
9
34
57
5
17
29
12
29
35
20
39
17
27
24
39
42
19
20
33
18
12


კითხულობს კარგად მოსწავლეთა 33%, საშუალოდ -  29%, სუსტია კითხვაში - 38%; ხოლო კრიტიკულია მოსწავლეთა  38 % -ის შედეგები.



კითხულობს კარგად 7 მოსწავლე, საშუალოდ - 6 მოსწავლე, ხოლო კითხვაში სუსტია - 8 მოსწავლე 


პრეტესტის შედეგები მათემატიკაში

(კვლევის ეთიკიდან გამომდინარე მოსწავლეთა სახელები წაშლილია)

სადიაგნოსტიკო ტესტირების შედეგები (ტესტი 20-ის ფარგლებში)










დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგები

პრე-ტესტი

კომპეტენცია "თვლა

ინდიკატორი 1მათ. II. 1(2) სხვადასხვა ხერხით ითვლის საგანთა ერთობლიობაში საგნების რაოდენობას და ადარებს მიღებულ შედეგებს ერთმანეთს; ახდენს რიცხვის ათობითი პოზიციური სისტემით ჩაწერის დემონსტრირებას საგანთა ერთობლიობაში ათეულების ჯგუფების გამოყოფით.
ტესტი მოიცავდა 7 სხვადასხვა დავალებას, რომელთა კოგნიტური დონე იყო დაბალი ან საშუალო. (იხ.დანართი)
მოსწავლეთა 65%-მა წარმატებით დაძლია მოცემული კომპეტენცია. აქედან მხოლოდ მოსწავლეთა 42%-ია მაღალი მზაობის, 37 % - საშუალო მზაობის, მხოლოდ მოსწავლეთა 21%-ის მზაობის დონე არის კრიტიკული.
ამ დავალებებს 8 მოსწავლემ წარმატებით გაართვა თავი, 7 მოსწავლის მზაობის დონე იყო საშუალო, ხოლო კრიტიკული ზღვარის მიღმა დარჩა 4 მოსწავლე.

კომპეტენცია  "რიცხვების ამოცნობა"

ინდიკატორი 1:  მათ. II.1(1) კითხულობს “ერთნიშნა” და “ორნიშნა” რიცხვებს, ასახელებს მათ წინა და მომდევნო რიცხვებს; ნებისმიერი რიცხვიდან ითვლის ბიჯით წინ/უკან .
ამ დავალების შესრულების დონეა 50%. შეიძლება ითქვას, რომ კლასმა ამ დავალების შესრულებას გაართვა თავი მოსწავლეთა თითქმის ნახევარმა, რაც თითქმის უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს. საჭიროა ამ კომპეტენვიის ასამაღლებად სხვადასხვა ღონიძიებების დაგეგმვა,  საჭიროა მოსწავლეთა ცოდნაში ხარვეზების ამოვსება.
მოსწავლეთა 35%-მა წარმატებით გაართვა თავი დავალების შესრულებას; მზაობის დაბალი დონე დააფიქსირა მოსწავლეთა 15%-მა, დანარჩენი მოსწავლეები (50%) - კი აღმოჩნდნენ არასაკმარისი მზაობის, რომელთა შედეგებიც კრიტიკულია (ნაკლებია 30%-ზე).

კომპეტენცია " რიცხვების შედარება"

ინდიკატორი 1:  მათ.II. 4 (1) ადარებს რაოდენობებს ორ გროვაში, განსაზღვრავს მათ შორის განსხვავებას.
ამ შემთხვევაშიც მოსწავლეთა მზაობის დონე საკითხის შესასწავლად აღმოჩნდა არასაკმარისო. მოსწავლეთა მზაობის დონე არასაკმარისია - 47 %. მოსწავლეთა მხოლოდ 11% აღმოჩნდა საკითხისადმი მზად (2 მოსწავლე). მათ დავალების შესრულებას წარმატებით გაართვეს თავი (88%-იანი შედეგით), მოსწავლეთა მხოლოდ 5 % -ის მზაობის დონე არის საშუალო (1 მოსწავლე). მოსწავლეთა 43% მზაობის დონე არასაკმარისი ან კრიტიკულია (8 მოსწავლიდან 5 მოსწავლის მზაობის დონე კრიტიკულია, <30%-ზე).  მთლიანად საკითხის შესასწავლად მოსწავლეთა მხოლოდ 56%-ს აღმოაჩნდა შესაბამისი მზაობა.

ამ შემთხვევაშიც დავგეგმე ღონისძიებები, რომლებიც დამეხმარებოდა (სხვა კომპეტენციეთან თანხვედრაში) წარმატებით აღმომეფხვრა პრობლემები და მოსწავლეთა შედეგები მნიშვნელოვნად გამეუმჯობესებინა.




მონიტორინგის შედეგები


კომპეტენცია  "რიცხვების ამოცნობა"



კომპეტენცია " რიცხვების შედარება"



































პოსტ-ტესტის შედეგები

ფშაველი

კომპეტენცია "თვლა"



ინდიკატორი. მათ. II.1(2).
კლასის მოსწავლეთა 65% წარმატებით ახდენს რიცხვების ათობითი სისტემის დემონტრირებას სხვადასხვა სახით, მათ შორის საგანთა ერთობლიობაში ათეულების ჯგუფის გამოყოფით, ითვლიან საგანთა რაოდენობას და მიღებულ შედეგებს ადარებენ ერთმანეთს. მოსწავლეთა მხოლოდ 5%-ს აქვს ჩავარდნები თვლაში. ისინი ვერ ახდენენ რიცხვების შედარებას და გროვაში ათეულების გამოყოფას.  ამათგან
·         მოსწავლეთა 15% წარმატებით ძლევს  მიღწევის უმაღლესი საფეხურის დავალებებს , და, შესაბამისად, ავლენს მათემატიკაში გაწაფულობისა და დაწყებითი საფეხურის შესაბამისი კლასის ცოდნისა და უნარების უმაღლეს დონეს (საუკეთესო შესრულება);
·         მოსწავლეთა 50% წარმატებით ძლევს მიღწევის მაღალი საფეხურის დავალებებს და , შესაბამისად, ავლენს დაწყებითი საფეხურის შესაბამისი კლასის ცოდნისა და უნარების მაღალ დონეს (კარგი შესრულება);
·         მოსწავლეთა 20% წარმატებით ძლევს მიღწევის საშუალო საფეხურის დავალებებს , რაც მიუთითებს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების ნაწილობრივ ფლობაზე (დამაკმაყოფილებელი შესრულება)
·         მოსწავლეთა 10% ძლევს მიღწევის დაბალი საფეხურის დავალებებს და, შესაბამისად, გააჩნია მინიმალური საბაზო ცოდნა მათემატიკაში (მინიმალური შესრულება)

გამოიკვეთა მოსწავლეთა ე.წ. კრიტიკული ნაწილი, 5%, რომლებიც ესგ-ით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზეც ვერ ახერხებენ.

კომპეტენცია  "რიცხვების ამოცნობა"


ინდიკატორი 1. მათ. II.1(1).
კლასის მოსწავლეთა 40% წარმატებით ახორციელებს ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების წაკითხვას, ითვლის ბიჯით წინ და უკან, ასახელებს წინა და მომდევნო რიცხვებს, ხოლო მოსწავლეთა 25 %-ს უჭირს ამ დავალებების შესრულება. მოსწავლეთა 20%  ვერ ახდენს ბიჯით წინ და უკან თვლას, წინა და მომდევნო რიცხვების დასახელებას, მოსწავლეთა 25 %-ს კი აქვს ჩავარდნები რიცხვების ამოცნობაში, ისინი ვერ ახდენენ ორნიშნა რიცხვების ჩაწერა-წაკითხვას, წინა და მომდევნო რიცხვების დასახელებას. ამათგან
·         მოსწავლეთა 10% წარმატებით ძლევს  მიღწევის უმაღლესი საფეხურის დავალებებს , და, შესაბამისად, ავლენს მათემატიკაში გაწაფულობისა და დაწყებითი საფეხურის შესაბამისი კლასის ცოდნისა და უნარების უმაღლეს დონეს (საუკეთესო შესრულება);
·         მოსწავლეთა 30% წარმატებით ძლევს მიღწევის მაღალი საფეხურის დავალებებს და, შესაბამისად, ავლენს დაწყებითი საფეხურის შესაბამისი კლასის ცოდნისა და უნარების მაღალ დონეს (კარგი შესრულება);
·         მოსწავლეთა 25% წარმატებით ძლევს მიღწევის საშუალო საფეხურის დავალებებს, რაც მიუთითებს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების ნაწილობრივ ფლობაზე (დამაკმაყოფილებელი შესრულება)
·         მოსწავლეთა 20 % ძლევს მიღწევის დაბალი საფეხურის დავალებებს და, შესაბამისად, გააჩნია მინიმალური საბაზო ცოდნა მათემატიკაში (მინიმალური შესრულება)

გამოიკვეთა მოსწავლეთა ე.წ. კრიტიკული ნაწილი, 15%, რომლებიც ესგ-ით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზეც ვერ ახერხებენ. აქედან 5 % კრიტიკულ ზღვარზეა.

კომპეტენცია " რიცხვების შედარება"


ინდიკატორი 1მათ.II. 4 (1)
მოსწავლეთა 20 % წარმატებით ახდენს ორ გროვაში რაოდენობების შედარებას, განმარტავს მათ შორის განსხვავებას; მოსწავლეთა 30% მინიმალურ დონეზე ახერხებენ შეადარონ ორ გროვაში რაოდენობები და მით უფრო განმარტონ მათ შორის განსხვავებები. მოსწავლეთა 35%-ს შეუძლია შეადარონ ორ გროვაში რაოდენობები, თუმცა ზოგჯერ უჭირთ განმარტონ მათ შორის განსხვავებები, მოსწავლეთა 15% კი მინიმალურ დონეზეც ვერ ახდენენ კომპეტენციის დადასტურებას.
·         მოსწავლეთა 10% წარმატებით ძლევს  მიღწევის უმაღლესი საფეხურის დავალებებს, და, შესაბამისად, ავლენს მათემატიკაში გაწაფულობისა და დაწყებითი საფეხურის შესაბამისი კლასის ცოდნისა და უნარების უმაღლეს დონეს (საუკეთესო შესრულება);
·         მოსწავლეთა 10% წარმატებით ძლევს მიღწევის მაღალი საფეხურის დავალებებს და , შესაბამისად, ავლენს დაწყებითი საფეხურის შესაბამისი კლასის ცოდნისა და უნარების მაღალ დონეს (კარგი შესრულება);
·         მოსწავლეთა 35% წარმატებით ძლევს მიღწევის საშუალო საფეხურის დავალებებს, რაც მიუთითებს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების ნაწილობრივ ფლობაზე (დამაკმაყოფილებელი შესრულება)
·         მოსწავლეთა 30% ძლევს მიღწევის დაბალი საფეხურის დავალებებს და, შესაბამისად, გააჩნია მინიმალური საბაზო ცოდნა მათემატიკაში (მინიმალური შესრულება)

გამოიკვეთა მოსწავლეთა ე.წ. კრიტიკული ნაწილი, 15 %, რომლებიც ესგ-ით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზეც ვერ ახერხებენ.

პარალელური კლასის შედეგები (ლალისყური)

კომპეტენცია "თვლა"



კომპეტენცია  "რიცხვების ამოცნობა"





კომპეტენცია " რიცხვების შედარება"






საბოლოო შედეგები ფშაველსა და ლალისყურში







მზაობის დონეები ფშაველსა და ლალისყურში




თუ შევადარებთ ფშაველის მეორე კლასელებისა და ლალისყურის მეორე კლასელების შედეგებს მზაობის დონეებისა და კომპეტენციების მიხედვით, შედეგები განსხვავებულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში განსხვავებულია:  ფშაველი -20 მოსწავლე, ლალისყური - 4 მოსწავლე. დასკვნა: ინტერვენციები დროული და საჭირო იყო, და მან დადებითი შედეგი გაოიღო, მიუხედავად იმისა, რომ კლასში არიან მოსწავლეები, რომელთაც პრობლემები აქვთ მათემატიკურ აპარატში: მათ უჭირთ ორნიშნა რიცხვების ქართული სახელდების დასახელება
.



Комментариев нет:

Отправить комментарий

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლა მათემატიკის უფროსი მასწავლებელი - ხათუნა მარკოზაშვილი საგანი - მათემატიკა ...