დანართები

კითხვის დიაგნოსტიკური ტესტები

მოსწავლის ფურცელი
მასწავლებლის ფურცელი

მათემატიკის დიაგნოსტიკური ტესტები

კომპეტენცია "თვლა"

        პასუხები

კომპეტენცია რეიცხვების შედარება. ინდიკატორი 1
   
      პასუხები

კომპეტენცია რიცხვების შედარება. ინდიკატორი 2

       პასუხები

კომპეტენცია რიცხვების ამოცნობა. ინდიკატორი 1

        პასუხები

კომპეტენცია რიცხვების ამოცნობა . ინდიკატორი 2

       პასუხები

დიაგნოსტიკური ტესტი "20-ის ფარგლებში"

მოსწავლეთა კითხვარები

ინტერესების კითხვარი

სახელი და გვარი____________________________________
1.      რა არის შენი ჰობი? რა დროს უთმობ მას?
2.      რომელია შენი საყვარელი სატელევიზიო შოუ? რატომ?
3.      გვიამბე, სად და როგორ ისურვებდი არდადეგების გატარებას.
4.      რომელია შენი საყვარელი სასკოლო აქტივობა და რატომ?
5.      ვინ გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?
6.      როგორი წიგნები და ჟურნალები მოგწონს?
7.      დადიხარ თუ არა სპორტის რომელიმე სახეობაზე ან საგნობრივ წრეზე? რომელზე?
8.      როდის გაქვს თავისუფალი დრო შინ და ამ დროს რისი გაკეთება გიყვარს?
9.      რა არის ის ერთადერთი რამ, რასაც ყველაზე კარგად აკეთებ?
10.  ვისთან მეგობრობ? რატომ მაინცდამაინც მათთან?

11.  კიდევ რა არის ისეთი, რაც მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა შენს შესახებ იცოდეს?


                                 
სასწავლო პროფილის შეფასება



მშობელთა კითხვარები

კითხვარი
ძვირფასო მშობლებო,
ამ კითხვარის დანიშნულება თქვენი ბავშვის ინტრესების შესახებ ნათელი სურათის შექმნაა, რათა ეს ინფორმაცია სასწავლო წლის მანძილზე მათი სწავლის ხელშესაწყობად გამოვიყენოთ. მადლობას გიხდით ამ კითხვარის შევსებისათვის. გთხოვთ, მიაწოდოთ სკოლას   ________________ - მდე.
პატივისცემით,
მათემატკის მასწავლებელი ხათუნა მარკოზაშვილი
___________________________________________________________________
1.      რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი საგანი სკოლაში?
2.      ყველაზე მეტად რომელი საგანი არ უყვარს?
3.      რით ინტერესდება სკოლის გარეთ?
4.      რომელი სატელევიზიო პროგრამები, კინოფილმები და წიგნები აინტერესებს?
5.      როდესაც თავისუფალი დრო აქვს, რას აკეთებს ხოლმე?
6.      რომელი პროფესიის მიმართ გამოუხატავს ინტერესი?
7.      რისი სწავლა უყვარს?
8.      კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ თქვენი ბავშვის ინტერესების შესახებ და იმის თაობაზეც, როდის სწავლობს ყველაზე კარგად?
9.      რომელი ორი სიტყვა აღწერს თქვენ ბავშვს ყველაზე ზუსტად?
---------------------------------------- ---------------------------------------------------

ბავშვის სახელი და გვარი   ____________________________






მოსწავლის ინტერვიუს ფორმა



შენიშვნა: კვლევის ეთიკიდან გამომდინარე, მოსწავლეთა სახელები გადაშლილია


მასწავლებლის ინტერვიუს კითხვარი


ორნიშნა რიცხვების ჩაწერა-წაკითხვა
ვაწარმოებ კვლევას ორნიშნა რიცხვების ნუმეროლოგიის სწავლებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი გამოსწორების გზებზე. თუ ხართ თანახმა, გთხოვთ, გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება საკითხის სწავლებასთან დაკავშირებით და უპასუხოთ ქვემოთ დასმულ შეკითხვებს.
გმადლობთ გაწეული დახმარებისათვის
მათემატიკის მასწავლებელი: ხათუნა მარკოზაშვილი
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლა
1.      რა მეთოდებსა და აქტივობებს  იყენებთ ორნიშა რიცხვების სწავლებისას?
2.      რა პრობლემები გამოიკვეთება ხშირად? როგორ ფიქრობთ, რა არის ამის გამომწვევი მიზეზები?
3.      რა მეთოდებსა და აქტივობებს იყენებთ პრობლემის მოგვარების მიზნით?
4.      გთხოვთ, გამიზიაროთ თქვენი საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილება ამ საკითხთან მიმართებაში.



Комментариев нет:

Отправить комментарий

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლა მათემატიკის უფროსი მასწავლებელი - ხათუნა მარკოზაშვილი საგანი - მათემატიკა ...