დიზაინი (ძირითადი საკვლევი კითხვები, მთავარი ორიენტირები)
3.1 ძირითადი საკვლევი კითხვები
კვლევის დაწყებამდე ჩამოვაყალიბდი,
თუ რა იქნებოდა
ჩემი კვლევის მთავარი
ორიენტირი, რის
მიხედვითაც შევიმუშავე
მთავარი საკვლევი
კითხვა:
როგორ დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს ორნიშნა რიცხვების სიტყვიერ და ციფრულ
ჩანაწერებს შორის კავშირის დადგენაში?
მთავარ კითხვაში დასმული პრობლემის
დაძლევის მიზნით შევიმუშავე შემდეგი ქვესაკითხები:
· რა შემთხვევაში გაუადვილდებათ მოსწავლეებმა დაამყარონ
კავშირი ორნიშნა რიცხვების სიტყვიერ და ციფრულ ჩანაწერებს შორის?
· რა ფაქტორები უშლის ხელს მოსწავლეებს ამ კავშირების
დანახვაში?
· როგორ შეიძლება მოსწავლეთა პროვოცირება დასმული ამოცანის
გადასაჭრელად?
· შეფასების რომელი ინსტრუმენტები დამეხმარება ყვველაზე
უკეთ მოსწავლეთა პროგრესის გასაზომად?
· რა ტიპის რესურსები/თვალსაჩინოება/სქემები დამეხმარება,
რათა მოსწავლეებმა აღმოაჩინოს კავშირი ორნიშნა რიცხვების სიტყვიერ და ციფრულ ჩანაწერებს
შორის?
აღნიშნულ კითხვებზე პასუხების გასაცემად შევარჩიე
ადეკვატური კვლევის
მეთოდები და შევიმუშავე კვლევის
გეგმა და
კვლევის ვადები.
3.2 . კვლევის ვადები
აქტივობა
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
პრობლემის იდენტიფიცირება
|
x
|
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
x
|
x
|
|
|
|
|
|
|
|
მოსწავლეთა სასწავლო მიდრეკილებებისა და საჭიროებების
დადგენა (მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიერ კითხვარების შევსება/დამუშავება)
|
x
|
x
|
|
|
|
|
|
|
|
დიაგნოსტიკური ტესტირება მათემატიკაში (პრეტესტი)
|
x
|
x
|
|
|
|
|
|
|
|
სკრინინგული ტესტირება
|
|
x
|
|
|
|
|
|
|
|
ინტერვიუ მოსწავლესთან
|
|
|
x
|
|
|
|
|
|
|
მოსწავლეთა დიაგნოსტიკური ტესტირება გაგება-გააზრების
მიზნით (კითხვა)
|
|
x
|
|
|
|
|
|
|
|
დაკვირვება
|
|
x
|
x
|
x
|
x
|
x
|
x
|
x
|
|
ანკეტირება
|
|
x
|
|
|
|
|
|
|
|
მონაცემთა შეგროვება
|
|
x
|
x
|
|
|
|
|
|
|
ლიტერატურის
დამუშავება
|
x
|
x
|
x
|
x
|
x
|
|
|
|
|
ინტერვენციების შემუშავება
|
|
|
x
|
x
|
x
|
|
|
|
|
ინტერვენციების განხორციელება
|
|
|
|
x
|
x
|
x
|
x
|
x
|
|
ინტერვენციების შედეგების ანალიზი (პოსტესტი)
|
|
|
|
|
|
|
|
x
|
|
პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებასთან, კვლევის ანგარიშის გაცნობა
|
|
|
|
|
|
|
|
|
x
|
3.3 . კვლევის მიზნები:
- გამოვლენილ იქნას მოსწავლეთა ცოდნის დონე ნუმერაციის საკითხებზე.
- განხილულ იქნას ყველა ის მეთოდოლოგიური მიდგომები, რომელიც მიზნად ისახავს
ცოდნის გაუმჯობესებას ორნიშნაა რიცხვების ნუმერაციის
შესახებ.
- მოსწავლეთა ცოდნის ფორმირებაში ცვლილებების შეტანის მიზნით განხორციელდეს ინტერვენციები
და გაანალიზდეს მისი განხორციელების ეფექტურობა.
3.4 . კვლევის ეტაპები:
1) მოსამზადებელი ეტაპი: დიაგნოსტიკური საშუალებების
შერჩევა მე-2 კლასში მზაობის დონის დადგენის მიზნით;
2) ფორმალური ეტაპი: მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით სასწავლო
მეთოდოლოგიისა და საშუალებების გამოყენებით მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება და მონიტორინგი;
3) საკონტროლო ეტაპი: პოსტტესტირება დიაგნოსტიკიკის
მიზნით, შედეგების ანალიზი და ჩატარებული სამუშაოს
ეფექტურობის განსაზღვრა.
კვლევის მიზნების მისაღწევად მომზადდა ექსპერიმენტული
კვლევითი გეგმა, მათ შორის შემდეგი ნაბიჯები:
1. ინტერვენციების
განსაზღვრა, რომელიც მიზნად
ისახავს ორნიშნა რიცხვების ნუმერაციის შესწავლას;
2. კვლევის
სამიზნე ჯგუფის შერჩევა;
3. მოსწავლეთა სასწავლო საჭიროებებისა და სასწავლო ინტერესების
განსაზღვრა მათთვის ეფექტური გარემოს შესაქმნელად;
4. მოსწავლეთა
არსებული ცოდნის დიაგნოსტირება მოსწავლეთა მზაობის დონის შემოწმების მიზნით;
5. შედეგების ანალიზი;
6. გაკვეთილების და ღონისძიებების ჩატარება თემაზე „ორნიშნა რიცხვები“;
7. ორნიშნა რიცხვების ნუმერაციის შესახებ
ცოდნის დონის დიაგნოსტიკა;
8. კვლევის შეჯამება.
3.5. სამიზნე ჯგუფი
კვლევისთვის
შევარჩიე II კლასი. კლასში
კვლევის დასაწყისში იყო 20 მოსწავლე, კვლევის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ კლასს დაემატა
ერთი მოსწავლე. ასევე ამ მოსწავლეთაგან ერთი მოსწავლეზე მიმდინარეობდა მოკვლევა მისი
სსსმ მოსწავლის სტატუსის მისანიჭებლად, შესაბამისად, მას კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია.
კლასის 21 მოსწავლიდან გოგონაა - 11,
კლასის დანარჩენი მოსწავლეები არიან ბიჭები
მათგან ერთი სსსმ მოსწავლეა. ზოგადად, კვლევაში მონაწილეობა
მიიღო 20-მა მოსწავლემ, რომელთაგან 9 მოსწავლე ბიჭია.
3.6.
კვლევის მეთოდები
კვლევის
პროცესში გამოვიყენე მეთოდები, რომელმაც საშუალება მომცა გამეკეთებინა ობიექტური დასკვნები.
განვახორციელე როგორც თვისობრივი, ისე რაოდენობრივი კვლევა.
თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოვიყენე
ჩართული დაკვირვება, რომელიც შემდეგი ეტაპებისგან შედგებოდა:
·
აღწერითი დაკვირვება - დაკვირვება მთელ პროცესზე, როგორ იყენებენ სხვადასხვა მოდელებს/სქემებს
ორნიშნა რიცხვების სწავლებისას;
·
ფოკუსირებული დაკვირვება - რომელი მოდელი აღმოჩნდა უფრო ეფექტური საკითხის
სწავლებისას;
რაოდენობრივი კვლევის მეთოდმა, საშუალება
მომცა რაოდენობრივად გამეზომა და დამედგინა, შესასწავლი თემის რაოდენობრივი სურათი.
კვლევის
პროცესში გამოვიყენებული მეთოდები:
გამოკითხვა - გამოკითხვა ჩავატარე როგორც მეორე კლასის მოსწავლეებთან,
ისე მათ მშობლებთან. გამოკითხვის
მიზანი იყო გამეგო, რამდენად იცნობდნენ მშობლები თავიაანთ შვილებს, რა იყო მათი შვილების
ინტერესები და მიდრეკილებები, ძირითადად, რა საკითხებით ინტერესდებოდნენ. მოსწავლეთა
კითხვარებმა კი საშუალება მომცა დამედგინა კლასის მოსწავლეთა სასწავლო ინტერესები და
მიდრეკილებები. ყოველივე ამან კი ხელი შემიწყო დამეგეგმა ისეთი აქტივობები, სადაც გათვალისწინებული
იქნებოდა მოსწავლეთა ინტერესები და საჭიროებები.
ტესტირება მოსწავლეთა წინარე ცოდონის დასადგენათ, და
შემდგომში დიფერენცირების განსახორციელებლად ჩავატარე ტესტირება - პრე -ტესტი, და შემდეგ პოსტ- ტესტი - ტესტირების დროს გამოვიყენე
G-priED-ის მიერ შემუშავებული ტესტები: კითხვისა47 [47] (http://kargiskola.ge/SC/eaccess1.php) და მათემატიკის დიაგნოსტიკური ტესტები48
[48] (http://kargiskola.ge/SC/tempmath.php). როგორც კითხვის, ისე
მათემატიკის ტესტებისათვის მოვახდინე კომპეტენციების არჩევა, შესაბამისი
ინდიკატორების მითითებით, ტესტის გენერირებით მივიღე ტესტები ორივე მიმართულებით.
კითხვის ტესტებმა დამანახა, მოსწავლეთა რა ნაწილს
ჰქონდა ჩამორჩენა კითხვაში და გასცა პასუხი შეკითხვას: რა იყო მიზეზი იმ მოსწავლეთა მათემატიკური აპარატის მუშაობაში,
რომელთავ უჭირდათ სიტყვიერად მოცემული/ჩაწერილი რიცხვის დანაწევრება, ორი რიცხვის
(ოცეულებისა და კიდევ ერთეულების) ჯამის
სახით წარმოდგენა.
მათემატიკური ტესტები გამოვიყენე სხვადასხვა ეტაპზე:
ტესტებმა საშუალება მომცა დამედგინა მათი მიღწევის დონეები შემდეგ კომპეტენციებში:
თვლა, რიცხვების შედარება, რიცხვების ამოცნობა.
დაკვირვება - ვაკვირდებოდი მოსწავლეებს გაკვეთილზე,
მათ განწყობას სხვადახვა აქტივობების დროს.
ფოკუს- ჯგუფი - ფოკუს-
ჯგუფში შედიოდნენ მასწავლებლები სკოლის დაწყებითი
კათედრიდან. მიზანი იყო დამედგინა მათი აზრი საკვლევ საკითხთან მიმართებაში, ვიმსჯელეთ სავარაუდო პრობლემებზე
და ამ პრობლემის გამოსწორების გზებზე. ასევე გამოვიყენე პირადი მიმოწერა სხვადასხვა
სკოლების დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან. (იხილე დანართი ინტერვიუ მასწავლებელთან)
3.7
. მონაცემთა ანალიზი
პრე-ტესტის მიზანი იყო გადამოწმებულიყო
და დაზუსტებულიყო მოსწავლეთა კომპეტენციის დონე ორნიშნა რიცხვების ამოცნობასთან
მიმართებაში, უფრო ზუსტად კი ათეულებისა და ერთეულებთან მიმართებაში, მათ შორის
კავშირების დადგენაში. მთავარი მიზანი იყო, დამედგინა იყო თუ არა ეს კომპეტენცია
ხარვეზიანი, და თუ იყო, მაშინ რა დონეზეა
ხარვეზიანი, ანუ რამდენად ან რა მხრივაა განუვითარებელი - ხდება ათეულებისა
და ერთეულების აღრევა, თუ მოსწავლე ვერ ახდენს კავშირების დადგენას ათეულებსა და
ერთეულებს შორის, ვერ ხდება სტრუქტურირებული წარმოდგენების განვითარება. ტესტი შედგებოდა ხუთი საკითხისაგან: ოთხი
დახურული და ერთიც ღია ტიპის შეკითხვა. მოსწავლეებს დაურიგდათ ტესტები, მათ
ინდივიადუალურად გასცეს პასუხი შეკითხვებს, თუმცა შედეგები აღმოჩნდა საგანგაშო.
ამან მიბიძგა ჩამეტარებინა დიაგნოსტიკური ტესტირება კითხვაში, რომელიც
ორიენტირებული იყო გაგება-გააზრებაზე. მე-2 კლასელებისათვის გამოიყენება სიტყვის
წაკითხვის ტესტი. ჩატარებულმა ტესტირებამ დამანახა მოსწავლეთა გაგება-გააზრების
დონე.
კითხვის დიაგნოსტიკური ტესტირების მიზანი
იყო გამერკვია გაგება-გააზრების დონე. გამოიკვეთა სხვადასხვა მზაობის მოსწავლეთა ჯგუფი.
კითხულობს კარგად 7 მოსწავლე, საშუალოდ - 6 მოსწავლე,
ხოლო კითხვაში სუსტია - 8 მოსწავლე (იხ. კითხვის დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგები)
ფოკუსირება მოვახდინე სუსტი მზაობის მოსწავლეებზე (8 მოსწავლე). მათზე
განვახორციელე როგორც ფოკუსირებული, ისე ჩართული დაკვირვება. მათგან ავიღე ინტერვიუები. ასევე
საშუალო მზაობის ექვს მოსწავლეებზე მოვახდინე ფოკუსირებული და ჩართული დაკვირვება,
ხოლო მაღალი მზაობის 7 მოსწავლესთან, ძირითადად,
განვახორციელე ფოკუსირებული დაკვირვება. როგორც ჩართული, ისე ფოკუსირებული
დაკვირვების მიზანი იყო გამერკვია მათი მზაობა საკითხის შესასწავლად.
როგორც სკრინინგული, ისე დიაგნოსტიკური
ტესტირებისა და დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა (პრე-ტესტის შედეგები), რომ ზოგიერთი
მოსწავლე, რომელიც კითხვაში ძირითადად, მაღალი მზაობით გამოირჩეოდნენ, მათ უჭირდათ
მათემატიკური საკითხის გააზრება.
მათემატიკაში დიაგნოსტიკური ტესტირების
ჩატარების მიზანია, რომ დადგინდეს
ყოველი მოსწავლის საჭიროება და მიუსადაგოს მათ განათლების სპეციფიკური და შერჩეული მიდგომები/მეთოდები ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა
დამოუკიდებლად წაიკითხეს ტესტი და ისე შეასრულეს თითოეული დავალება. შედეგების
ანალიზმა მიჩვენა, რომ მოსწავლეებს უჭირდათ კითხვა. ამ მიზნით, ჩავატარე კითხვის
დიაგნოსტიკური ტესტირება (მთლიანი სიტყვების ამოკითხვა), დავადგინე მათი კითხვის
დონე. შედეგების გაანალიზების შემდეგ, ჩავატარე ხელახალი ტესტირება. თითოეულ ტესტს
ჰქონდა განსაზღვრული დრო (20 წმ-დან 120 წმ-იანი პერიოდით). ტესტებს ვკითხულობდი
მე, მოსწავლეები კი აფიქსირებდნენ საკუთარ არჩევანს სავარაუდო პასუხების გაცნობის
შემდეგ. შედეგი განსხვავებული იყო, მაგრამ
გამოიკვეთა ერთი არსებითი გარემოება: მათემატიკურ აპარატში, ძირითადად, პრობლემები
აქვთ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ასევე პრობლემები აქვთ კითხვაში. თუმცა აღმოჩნდნენ
მოსწავლეები, რომლებიც კითხულობდნენ კარგად, მაგრამ პრობლემები იყო მათემატიკასთან
მიმართებაში.
მოგვიანებით (ერთი თვის ინტერვალი), დაგეგმილი
ინტერვენციების მიმდინარეობისას (მონიტორინგის მიზნით), კვლავ გავიმეორე და
ჩავატარე პოსტ-ტესტირება. შედეგების ანალიზმა მიჩვენა პროგრესი.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ
თუ პრეტესტის დროს, როცა მოსწავლეები დამოუკიდებლად კითხულობდნენ, მხოლოდ ერთმა
მოსწავლემ აჩვენა საუკეთესო შედეგი (80%), მას შემდეგ რაც მე ვკითხულობდი
დავალებებს, შედეგები გაიზარდა და უკვე 8 მოსწავლემ აჩვენა საუკეთესო შედეგი (80%
და მეტი). ინტერვენციების მიმდინარეობისას საუკეთესო შედეგებების მაჩვენებელთა
რიცხვი არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ნაკლები და საშუალო მზაობის მზაობის
მოსწავლეთა რაოდენობა. საშუალო მზაობის მოსწავლეთა რაოდენობა შეიცვალა და ერთი
მოსწავლის ნაცვლად, უკვე ხუთმა მოსწავლემ გააუმჯობესა შედეგეგები (60%-80%).
მთლიანაობაში კი მოსწავლეთა საერთო შედეგები პრე-ტესტირებიდან პოსტ-ტესტირებამდე
45%-ით გაიზარდა.
პრეტესტის შემდეგ მოვახდინე
მოსწავლეებისა და მათი მშობლების გამოკითხვა. გამოკითხვა ძირითადად განხორციელდა
კითხვარების მიხედვით. კითხვარები დამეხმარა დამედგინა მოსწავლეთა სასწავლო საჭიროებები,
სასწალო მიდრეკილებები და სასწავლო ინტერესები. (იხ.მოსწავლეთა და მშობელთა კითხვარები)
გამოკითხვის შედეგების ანალიზისას
დავადგინე, რომ მოსწავლეებს მოსწონთ, ხატვა, სწავლა კეთებით და თამაშით. ამიტომ დავგეგმე
შემდგომი სამუშაოები: შევადგინე სამოქმედო გეგმა:
პირველი, რაც დავგეგმე, იყო ის, რომ
შემემოწმებინა მოსწავლეთა მზაობა კომპეტენციების მიხედვით. www.kargiskola.ge-დან
მოვახდინე ტესტების გენერირება. ავირჩიე სამი კომტეტენცია: 1. თვლა; 2. რიცხვების
შედარება: 3. რიცხვების ამოცნობა.
მოსწავლეთა მზაობის დონის დასადგენად
მოსწავლეთა კომპეტენციები შევამოწმე ერთი ინდიკატორით,
Комментариев нет:
Отправить комментарий