ამონარიდი ესგ-დან

ამონარიდი ესგ-დან


თავი II. სწავლა-სწავლების მიზნები და საგანმანათლებლო პრინციპები

მუხლი 4. დაწყებითი საფეხურის მისია

დაწყებითი საფეხურის მისიაა:
ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;
გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.




მუხლი 7. ეროვნული სასწავლო გეგმის  სწავლა-სწავლების მიზნები

1. ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები:
პრობლემების გადაჭრა
  • პრობლემის ამოცნობააღწერა და გაანალიზება;
  • პრობლემის გადაჭრის გზების ძიებამათგან ყველაზეეფექტურის შერჩევა.
კრიტიკულიაზროვნება
  • ფაქტებისწარმოდგენებისმოსაზრებების კრიტიკულად განხილვა და გაანალიზება;
  • შეკითხვების ჩამოყალიბება და მათზე პასუხის ძიება;
  • არგუმენტირებულად მსჯელობაანუ საკუთარი მოსაზრებების  დასაბუთება შესაფერისი არგუმენტებისმაგალითების მოყვანით;
  • გონივრული არჩევანის გაკეთება და მისი დასაბუთება.
შემოქმედებითი აზროვნება

  • ჩანაფიქრის შემოქმედებითად განხორციელება;
  • ორიგინალური იდეების გამოვლენა და ხორცშესხმაახლის შექმნა;
  • დასმული პრობლემების გადასაჭრელად  არასტანდარტული გზების მოძიება;
  • სწრაფვა გარემოს გარდაქმნა-გაუმჯობესებისკენ;
  • გამოწვევების მიღებასასკოლო საქმიანობაში გაბედული ნაბიჯების გადადგმა.
თანამშრომლობა
  • სამუშაოს თანასწორად განაწილება და შესრულება ჯგუფური/გუნდური მუშაობის დროს;
  • მზაობა ჯგუფში/გუნდში  სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად(მაგ., ლიდერის);
  • განსხვავებული იდეებისშეხედულებების კონსტრუქციულად განხილვა;
  • რესურსებისმოსაზრებებისცოდნის გაზიარება  პრობლემათა ერთობლივად გადაჭრის,   გადაწყვეტილებათა  ერთობლივად მიღების მიზნით.
კომუნიკაცია
  • განცდილისნააზრევის მიტანა მსმენელამდე/მკითხველამდემათზე შთაბეჭდილების მოხდენა;
  • ინფორმაციის გაზიარება საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი ვერბალური და არავერბალური საშუალებების გამოყენებით;
  • სხვისი მოსმენისა და გაგების უნარი;
  • პიროვნული ღირსების გააზრებისა და დაფასების უნარი.
ეთიკა
  • ეთიკური ნორმების  დაცვა;
  • სოლიდარობის განცდა;
  • ემპათია;
  • განსხვავებულობის მიმღებლობა;
  • საკუთარ აქტივობაზე პასუხისმგებლობის გააზრება.
მეწარმეობა,ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა
  • სწავლა-სწავლების პროცესში ინტერესისა დაცნობისმოყვარეობის გამოვლენა;
  • ახალი იდეებისმიდგომებისშესაძლებლობების ძიება და მათი განხორციელება სწავლის გაუმჯობესების მიზნით;
  • მზაობა გამოწვევების მისაღებადგაბედული ნაბიჯების გადასადგმელად.
დროსა და სივრცეში ორიენტირება
  • თანამედროვე რეალობის სივრცულ-დროით ჭრილში გააზრებადა ინტერპრეტირება;
  • მულტიპერსპექტიული ხედვა დროითი და სივრცული ფაქტორების გათვალისწინებით.
კვლევა
  • კვლევითი ამოცანისკვლევის პროცედურებისმონაცემების მოპოვების გზებისა და აღრიცხვის ფორმების განსაზღვრა;სათანადო რესურსების შერჩევა;
  • კვლევის ჩატარებამონაცემების აღრიცხვა და სხვადასხვაფორმით წარმოდგენაორგანიზება; 
  • მონაცემების ანალიზიარგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანაკვლევის შედეგების შეფასება;
  • კვლევითი სამუშაოების ჩატარების დროს ეთიკისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
სწავლის სწავლა
დამოუკიდებლად საქმიანობა
  • აქტივობის/დავალების  ღირებულების განსაზღვრა  - მოსწავლემ უნდა დაინახოს,  რას შესძენს  აქტივობის შესრულებარა პიროვნულ თუ სოციალურ სარგებელს მოუტანს მას;
  • აქტივობის/დავალების დაგეგმვა - მოთხოვნათა გააზრება და მის შესასრულებლად საჭირო ცოდნის განსაზღვრადავალების/აქტივობის მთავარი მიზნის განსაზღვრასამუშაოს წარმატებით შესრულების კრიტერიუმების დადგენაგანსახორციელებელი სამუშაოს ეტაპების გამოკვეთაიმის განჭვრეტათუ რა გაუადვილდებარა გაუძნელდებარაში დასჭირდება დახმარებასტრატეგიების მიზანშეწონილად შერჩევა სამუშაოს თითოეული ეტაპისათვის;
  • სწავლის პროცესის მონიტორინგი - დაფიქრება სწავლის პროცესზეიმ პირობების და ფაქტორების ამოცნობარომლებიც ხელს უწყობს ან აფერხებს წინსვლასსათანადო ზომების მიღება წინსვლის ხელშესაწყობადთვითშეფასება ძლიერი და სუსტი მხარების დასადგენადსუსტი მხარეების გასაძლიერებლად გზების დასახვა;
  • სოციოემოციური მართვა  ნერვიულობის მინიმუმამდე დაყვანასაჭიროებისამებრდახმარების თხოვნასაკუთარ თავში  სიძნელეთა გადალახვის რესურსების პოვნაშეცდომების        მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და წინსვლის წყაროდ გამოყენება;
  • ცალკეული საქმიანობისთვის გამოყოფილი დროის ეფექტურად გამოყენება.
პასუხისმგებლობა

  • სასკოლო საქმიანობებში (სასკოლო ცხოვრებაშინაკისრი ვალდებულების შესრულება;
  • სამუშაოს დადგენილ ვადებში დასრულება და ჩაბარება;
  • საკუთარი ქცევის მართვასაკუთარ ქცევებზესოციალურ აქტივობებზე  პასუხისმგებლობის აღება.
ინფორმაციული დასაკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
  • ქსელური ძიება;
  • ინფორმაციის გავრცელება;
  • ელექტრონული  რესურსის მოძიება და გამოყენება სასწავლო პროცესში.
წიგნიერება
  • ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღებისდამუშავებისგააზრებისსისტემაში მოყვანისგაანალიზება-ინტერპრეტირებისა და წარდგენა-გაზიარების უნარი.
2. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა ასევე გამოყოფს პრიორიტეტულ თემებს:
ა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
ბ) გარემოს დაცვა;
გ) ჯანსაღი ცხოვრება;
დ) სამოქალაქო უსაფრთხოება;
ე) კონფლიქტების მართვა;
დ) ფინანსური წიგნიერება;
ე) კულტურული მრავალფეროვნება.
     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 3 მაისის ბრძანება 63/ნ - ვებგვერდი, 11.05.2018წ.



მუხლი 8. განათლების ენები და ენობრივი განათლება

1. ენა უნიკალურ როლს ასრულებს სასკოლო განათლებაში - იგი მთავარი იარაღია საგანთა შინაარსის შესამეცნებლად და ასათვისებლად. ამდენად, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფა გულისხმობს ენობრივი განათლების ხელშეწყობას.
2. განათლების ენები მოიცავს:
ა) სწავლა-სწავლების ენას, რომელზედაც მიმდინარეობს სასკოლო საგანთა სწავლა და სწავლება;
ბ) საგნის ენას, რომელზედაც მიმდინარეობს კონკრეტული საგნობრივი შინაარსის სწავლება. საგნის ენა არის სწავლა-სწავლების ენის სახესხვაობა, რომელიც ხასიათდება სპეციფიკური ენობრივი ნორმებით;
გ) ენას, როგორც საგანს, რომლის მიზანი ენის სწავლებაა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში ასეთ საგნებს წარმოადგენს ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული, როგორც მეორე ენა, აფხაზური ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობათა ენები.
 3. სწავლა-სწავლების ენა და ცალკეულ საგანთა ენები ქმნიან აკადემიურ, წიგნიერ ენას, რომელიც ხასიათდება რთული გრამატიკული სტრუქტურებით, ტერმინებით თუ სპეციფიკური ლექსიკით, მეცნიერული ცნებებითა და ტექსტების ორგანიზების თავისებური ფორმებით.
4. ცალკეული საგნის სწავლება გულისხმობს საგნის ენის გაგებისა და გამოყენების უნარების განვითარებასაც, ანუ სიტყვიერად მოწოდებული საგნობრივი საკითხების არსის გააზრებისა და გააზრებულ საკითხთა სიტყვიერად გადმოცემის უნარების ჩამოყალიბებას.
5. საგნის ენის, როგორც შემეცნებითი ინსტრუმენტის, გამოყენების უნარი განაპირობებს საგნობრივ წიგნიერებას, სწავლა-სწავლების ენის გამოყენების უნარი კი - ზოგად წიგნიერებას.
6. ზოგადი წიგნიერება არის კითხვის, წერის, ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანისა და გაზიარების უნარი.
7. საგანთა სწავლებისას რეკომენდებულია როგორც ბეჭდური, ისე მულტიმედიური და მრავალგვარი ფორმის ელექტრონული ტექსტების გამოყენება. მათი დამუშავება, გააზრება-გამოყენება და შექმნა მოსწავლეებს განუვითარებს ციფრული წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების უნარებს.
8. ციფრული წიგნიერება გულისხმობს ქსელური ძიების, მრავალგვარი ფორმის ელექტრონული ტექსტების შექმნისა და მათი ელექტრონული დამუშავების პროგრამების გამოყენების უნარს.
9. მედიაწიგნიერება გულისხმობს მულტიმედიური ტექსტების (რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს) აღქმა-გააზრების, ინტერპრეტირების, გამოყენებისა და შექმნის უნარს, ასევე მედიასამყაროში ორიენტირების, სწორი არჩევანის გაკეთების (ინფორმაციის „გაფილტვრის“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების უნარს.
10. საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების ხანაში ციფრული და მედიაწიგნიერება ზოგადი წიგნიერების აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენს.
11. ენობრივი განათლებისა და წიგნიერების დონის ასამაღლებლად აუცილებელია, რომ მოსწავლეთა ენობრივი უნარების გამომუშავებასა და განვითარებაში ყველა საგანმა შეიტანოს თავისი წვლილი. ამისთვის აუცილებელია განათლების ენათა ინტეგრირებული სწავლება, რაც გულისხმობს შემდეგს: ენა, როგორც შემეცნებისა და აზრის გამოხატვის ინსტრუმენტი, ყველა საგნის კონტექსტში უნდა იქცეს დაკვირვების ობიექტად, რათა მოსწავლემ მიზანმიმართულად და გაცნობიერებულად გამოიყენოს იგი; სასკოლო საგნებს შორის უნდა გაიდოს „ენობრივი ხიდები“, რათა მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა საგნის კონტექსტში შეძენილი ენობრივი ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთთან დაკავშირება. ეს გააფართოებს მოსწავლეთა ენობრივ ცნობიერებას და განავითარებს მათ შემეცნებით თუ ენობრივ უნარებს, რაც წარმატებული სწავლის საფუძველია.
12. განათლების ენათა ინტეგრირებული სწავლა-სწავლების მთავარი ინსტრუმენტია სწავლის სტრატეგიები.


Комментариев нет:

Отправить комментарий

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლა მათემატიკის უფროსი მასწავლებელი - ხათუნა მარკოზაშვილი საგანი - მათემატიკა ...