ქმედებების/ინტერვენციების შეფასება
გამოყენებული მეთოდები
ინტერვენციების შესაფასებლად გამოვიყენე კვლევის თვისებრივი
და როდენობრივი მეთოდები. გაკვეთილების მიმდინარეობისას ვაკვირდებოდი მოსწავლეთა მუშაობას,
ვაკეთებდი სტრუქტურირებულ და არასტრუქტურირებულ ჩანაწერებს, მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგის
შესაფასებლად ვიყენებდი, სააღრიცხვო ცხრილებს, სადაც მოცემული იყო ინდიკატორები დავალებების/კომპეტენციების
მიხედვით.
მიღებული
შედეგების ხარისხის შეფასების მიზნით ჩავატარე პოსტესტირება სხვადასხვა
დღეს კომპეტენციებისა და შესაბამისი ინდიკატორების მიხედვით.
შედეგების შედარების მიზნით,
პარალელური კლასის მასწავლებელის მიერ ჩატარებულ იქნა დიაგნოსტიკური ტესტირება, იმ
ფაქტის გათვალისწინებით, რომ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდება
(ამ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 5-ჯერ ნაკლებია), შედეგების ანალიზმა დამარწმუნა გატარებული
ღონისძიებების მართებულობასა და ეფექტიანობაში
მოსწავლეთა
მზაობის დონე
კომპეტენციების შეჯერებისას მოსწავლეთა მზაობის დონე
პოსტ-ტესტების შემდეგ კი ასე გამოიყურება:
·
მოსწავლეთა
12% (100%-იანი შესრულება) წარმატებით ძლევს
მიღწევის უმაღლესი საფეხურის დავალებებს, და, შესაბამისად, ავლენს მათემატიკაში
გაწაფულობისა და დაწყებითი საფეხურის შესაბამისი კლასის ცოდნისა და უნარების უმაღლეს
დონეს (უმაღლესი შესრულება);
·
მოსწავლეთა
30% წარმატებით ძლევს მიღწევის მაღალი საფეხურის დავალებებს და, შესაბამისად, ავლენს
დაწყებითი საფეხურის შესაბამისი კლასის ცოდნისა და უნარების მაღალ დონეს (საუკეთესო
შესრულება);
·
მოსწავლეთა
5% წარმატებით ძლევს მიღწევის მაღალი საფეხურის დავალებებს, რაც მიუთითებს სტანდარტით
განსაზღვრული ცოდნისა და უნარების კარგ ფლობაზე (კარგი შესრულება)
·
მოსწავლეთა
18% ძლევს მიღწევის საშუალო საფეხურის დავალებებს და, შესაბამისად, გააჩნია ნაწილობრივ
საბაზო ცოდნა მათემატიკაში (დამაკმაყოფილებელი შესრულება)
·
მოსწავლეთა
23% ძლევს მიღწევის დაბალი საფეხურის დავალებებს და, შესაბამისად, გააჩნია მინიმალური
საბაზო ცოდნა მათემატიკაში (მინიმალური შესრულება)
გამოიკვეთა მოსწავლეთა ე.წ. კრიტიკული ნაწილი, 12%, რომლებიც ესგ-ით
გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზეც ვერ ახერხებენ, მათგან
3% კი კრიტიკული ზღვარის მიღმაა.
პრე-ტესტის შედეგები პარალელურ კლასში
პარალელური კლასის მასწავლებელმა ჩაატარა
დიაგნოსტიკური ტესტირება პარალელურ კლასში. რამაც საშუალება მომცა შემედარებინა შედეგები
და დამედასტურებინა განხორციელებული ინტერვენციების მიზნობრიობა წარმოდგენილი შედეგების
მიხედვით.
პრობლემის მიზეზები
ჩატარებული
პრაქტიკის კვლევის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ მოსწავლეებში ორნიშნა რიცხვების
შესწავლის პროცესთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზები შემდეგია:
·
მოსწავლეებს სათანადოდ არ ჰქონდათ განვითარებული კითხვის უნარები;
·
სწავლა - სწავლების პროცესში არ იყო გათვალისწინებული თითოეული მოსწავლის სწავლის სტილი და განვითარების ტემპი;
·
რაოდენობრივი
წიგნიერების განვითარება.
აღნიშნული პრობლემების
აღმოფხვრის მიზნით ჩემ მიერ
გატარებულ იქნა
კონკრეტული ღონისძიებები.
განხორციელებული ინტერვენციების
შეფასებამ მიჩვენა,
რომ მათი უმრავლესობა
შედეგიანი იყო.
კვლევის ნაკლოვანებები
მინდა ავღნიშნო, რომ მსგავსი ტიპის კვლევა თემაზე „ქართული
ზეპირი და წერითი ნუმერაციასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი მოგვარების პროცესი
მეორე კლასში“ არავის ჩაუტარებია (ყოველ შემთხვევაში ვერ აღმოვაჩინე ინტერნეტში ძიების
შედეგად); ასევე ჩემს პრაქტიკაში პედაგოგიური კვლევის განხორციელების პირველი მცდელობაა.
ამიტომ, ვფიქრობ ყველაფერი ისე ვერ განვახორციელე, როგორც საჭიროა. მაგრამ, რაც მთავარია,
ძირითადი მიზანი მიღწეულია, გამოვლინდა მოსწავლეთა საჭიროებები და ჩემი მუშაობის ნაკლოვანი
მხარეები. დასახული იქნა ამოცანები და მათი გადაჭრის გზები. თუმცა, კვლევის დასასრულს
მივხვდი, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა, რასაც უცილებლად შევასრულებ კიდეც. კვლევას ახლა რომ ვიწყებდე,
შეიძლება სულ სხვაგვარად წარმემართა პროცესები.
კარგი იქნებოდა:
·
ყურადღება
გამემახვილებინა მშობელთა ჩართულობის კომპონენტზე;
·
ყურადღება
გამემახვილებინა არასაკლასო ღონისძიებებზე (მაგალითად, მინიექსკურსია, ლაშქრობა, პროექტებით
სწავლება ტექნოლოგიების გამოყენებით);
·
მოსწავლეების
გამოკითხვა ჩამეტარებინა ინტერვენციების განხორციელების შემდეგ;
·
გამომეყენებინა კვლევის მრავალფეროვანი მეთოდები.
4.5. რეკომენდაციები
მეორე კლასში ორნიშნა რიცხვების ჩაწერა-წაკითხასთან
დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებისათვის
მოსწავლეთა ცოდნის ფორმირების მიზნით სასურველია, მასწავლებელმა განახორციელოს
სამუშაოები შემდეგი სახით:
·
თვლის
პოზიციური სისტემის გააზრება: ათეულსა და ერთეულს შორის კავშირების დადგენა;
·
ქართულ
ზეპირ და წერითმეტყველებას შორის კავშირების
დადგენაზე სისტემატიური მუშაობა;
·
სწავლების
სხვადასხვა მოდელების გამოყენება: პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება, ვიდეო-გაკვეთილი;
·
მულტიმედიური
ტექნოლოგიების გამოყენება: საგანმანათლებლო თამაძები, თამაში ტესტები, ტექსტური და საპრეზენტაციო პროგრამები, ხატვის რედაქტორი;
·
თამაშების,
მათ შორის როლური თამაშის, და სატყუარა სავარჯიშოების გამოყენება;
·
თვითშეფასება;
·
ინდივიდუალური
მიდგომები და სწავლების დიფერენცირება.
ორნიშნა რიცხვების, განსაკუთრებით კი 21-დან
100-მდე რიცხვების სწავლება უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად: ჯერ შევისწავლოთ ზეპირი, შემდეგ კი - წერითი ნუმერაცია.
წერითი ნუმერაციის შესწავლა არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს
იმის შემდეგ, რაც ბავშვებმა იციან ქართულად დასახელებული რიცხვების ათობითი შედგენილობა
და ციფრთა პოზიციურობის პრინციპი.
ასევე მნიშვნელოვანია II კლასში რიცხვების ჩაწერის სწავლებასთან
დაკავშირებულ აქტივობებში ეტაპების თანამიმდევრობის განსაზღვრა:
I ეტაპი - მოსწავლე ასახელებს თვალსაჩინოდ წარმოდგენილი საგნების
როდენობას – მაგალითად, 5 ათეული და კიდევ 7 ერთეული;
II ეტაპი
- უნდა დასახელდეს საგნების რაოდენობა და ჩაიწეროს
რიცხვი;
ეს ეტაპები კეთდება თვალსაჩინოებების გამოყენებით.
III ეტაპი
- ამ ეტაპზე მოსწავლემ თვალსაჩინოების
გარეშე უნდა შეძლოს რიცხვის დასახლება და ჩაწერა; მაგალითად, 5 ათეული და კიდევ 7 ერთეული
– 57.
IV ეტაპი-
მოცემულია რამდენიმე ერთობლიობა და მოსწავლეს მოეთხოვება
რომ თითოეულ მათგანს შეუსაბამოს რიცხვი.
V ეტაპი - მოსწავლემ უნდა აღმოაჩინოს შეცდომა - შეუსაბამობა
როდენობასა და რიცხვს შორის და გამოასწოროს.
გასათვალისწინებელია ქართული სახელდებით
თვლის ათობით-ოცობითი სისტემა, აუცილებელია
ოცეული განვიხილოთ არა როგორც ახალი სათვალავი ერთეული, არამედ ათეულთა წყვილი, ხოლო ოცობითი თვლა - როგორც ათეულთა წყვილებით თვლა.
ასევე პრაქტიკის
კვლევის მანძილზე
შეძენილმა გამოცდილებამ
და მიღებულმა შედეგებმა
მაჩვენა რომ
ორნიშნა რიცხვების ჩაწერა-წაკითხვასთან დაკავშირებული
პრობლემების აღმოფხვრის პროცესი ეფუძვნება შემდეგ მნიშვნელოვან ფაქტორებს:
·
მოსწავლის პროგრესის უწყვეტი მონიტორინგი და შეფასება;
·
მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება;
·
მასწავლებლებში მჭიდრო თანამშრომლობა;
·
ავთენტური სასწავლო გარემო სკოლასა თუ სახლში.
შევიმუშავე რეკომენდაციები
მასწავლებელთათვის მოსწავლეებში მათემატიკური უნარების გასაუმჯობესებლად:
·
სწავლებაში
საჭიროა გამოკვლეულ იქნეს მოსწავლეთა სასწავლო ინტერესები და მიდრეკილებები,
დადგენილ იქნას მათი მზაობის დონე, თითოეული მოსწავლის სწავლის ინდივიდუალური
თავისებურებანი და სწავლების დიფერენცირებული მიდგომებზე დაყრდნობით შევთავაზოთ
ადეკვატური დახმარება.
·
მათემატიკური
კომპეტენციების ეფექტური სწავლებისათვის მნიშვნელოვანია პროგრესის რეგულარული მონიტორინგი
და კონსტრუქტივისტული უკუკავშირი წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით;
·
მოსწავლეებს
შევუქმნათ პოზიტიური საკლასო გარემო: მოსწავლეებს რეგულარულად შევთავაზოთ თვალსაჩინოება/
სქემები/ მანიპულატივები/ მოდელები/ ისტ ტექნოლოგიები;
·
შეირჩეს და
გამოყენებულ იქნეს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები: მოსწავლეებს
შევთავაზოთ საინტერესო და სახალისო აქტივობები, სადაც მოსწავლეებს საშუალება
მიეცემათ ისწავლონ კეთებით, თამაშით.
Комментариев нет:
Отправить комментарий