დასკვნა

დასკვნა


ამრიგად, ასამდე რიცხვების  ნუმერაციის შესწავლის თავისებურებების თეორიული ანალიზმა აჩვენა, რომ ერთნიშნა რიცხვების სწავლება დაკავშირებულია მის ბუნებრიობასთან - ნატურალურ რიგთან, 10-დან 20-მდე რიცხვების სწავლება კი უკავშირდება ათს (მაგ, 15 - არის ათზე ხუთით მეტი), ხოლო 21-დან 100-მდე რიცხვების  სწავლება კი განსხვავებულია, რადგან დამოკიდებულია ზეპირმეტყველებაზე.
ასეული რიცხვების ნუმერაციის შესწავლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არითმეტიკის შესწავლაში, რადგან იკვეთება ახალი სათვალავი ერთეული ასეული. აუცილებელია ბავშვმა დაინახოს, რომ ასეული შედგება 10 ათეულისგან, ხოლო ათეული კი უფრო მარტივი ერთეულისგან - 10 ერთეულისგან. ამიტომ მნიშვნელოვანია  მასწავლებელმა სწორად დაგეგმოს სასწავლო პროცესი: თითოეული გაკვეთილი კარგად უნდა იყოს გააზრებული.
სწორედ ჩემი კვლევის მიზანი იყო შემესწავლა ორნიშნა რიცხვების შესწავლის თავისებურებანი მეორე კლასში, კვლევის ობიექტი - მეორე კლასში 100-მდე რიცხვების, ანუ ქართული ნუმერაციის სწავლების პროცესი, ხოლო საკვლევი თემა - ქართული ზეპირი და წერითი ნუმერაციის განსხვავებულობასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადალახვის პროცესი მეორე კლასში.
            დაგეგმილი ინტერვენციების შემდეგ შევძელი წარმატებით დამედასტურებინა ჰიპოთეზა, რომ მეორე კლასში ორნიშნა რიცხვების შესწავლა, მათი ზეპირი და წერითი განსხვავებულობის გამო,  ეფექტური იქნება, თუ
·         სწავლებისას გამოვიყენებთ სწავლების არასტანდარტულ მეთოდებს;
·         წარმოდგენილი დავალებები დალაგებული იქნება სირთულის მიხედვით (მარტივიდან რთულისკენ);
·         სწავლებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა მოდელი, მათ შორის როლური თამაში.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შემიძლია დავასკვნა, რომ ორნიშნა-რიცხვების სწავლების პროცესთან დაკავშირებული მუშაობა ეფექტური იქნება მხოლოდ მაშინ, როცა მასწავლებელი თითოეულ გაკვეთილზე ყურადღებას მიაქცეს შემდეგ  მნიშვნელოვან გარემოებას:
·         ქართული თვლის სისტემის ბუნებრიობიდან გამომდინარე, ყურადღება მივაქციოთ მის ოცობითობას და ეს მნიშვნელოვანი უპირატესობა გამოვიყენოთ სწავლებაში;
·         ყოველგვარი ნუმერაციული შეკრება-გამოკლება  დაიყვანება ოცობითობაზე;
·         ოცობით თვლა - ათობით წყვილთა თვლაა;
·         ციფრი და რიცხვი განსხვავებულია, და ციფრის მნიშვნელობა დამოკიდებულია მის ადგილზე/პოზიციაზე.
აღნიშნულმა კვლევამ დიდი გამოცდილება შემძინა: გავეცანი მეთოდურ ლიტერატურას და გავიღრმავე ცოდნა საკითხების სწავლების შესახებ, ღრმად გავიაზრე პრაქტიკული კვლევის არსი, კვლევის ჩატარების ეტაპები, დავასკვენი რამდენად მნიშვნელოვანია კვლევა არა მხოლოდ მოსწავლეთა განვითარებისათვის, არამედ  მასწავლებლის პროფესიული ზრდისათვისაც.

Комментариев нет:

Отправить комментарий

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლა მათემატიკის უფროსი მასწავლებელი - ხათუნა მარკოზაშვილი საგანი - მათემატიკა ...