კვლევის რეფლექსია


კვლევის რეფლექსია

2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით დავგეგმე და განვახორციელე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. რამაც საკმაოდ გაამდიდრა ჩემი პედაგოგიური გამოცდილება. კვლევა ეხებოდა ისეთ პრობლემას, როგორიცაა  ქართული ზეპირი და წერითი ნუმერაციის განსხვავებულობასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი მოგვერების პროცესი მეორე კლასში. შესაბამისად,  ჩემი კვლევის მიზანი იყო შემესწავლა ქართული ზეპირი და წერითი ნუმერაციის განსხვავებულობასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადალახვის პროცესი მეორე კლასში, ხოლო კვლევის საგანი ასამდე რიცხვების სწავლების მეთოდოლოგიის დამუშავება.  თემის არჩევა გამოიწვია იმ შექმნილმა პრობლემამ, რომელიც წამოიჭრა ორნიშნა რიცხვების შესწავლისას, კერძოდ, თავის „20-დან 40-მდე რიცხვები“. ამ თავში პირველი პარაგრაფები იყო ზეპირმეტყველებასთან დაკავშირებული: შესასწავლი ოყო ჯერ  ოცეულები პირველი ასეულის ფარგლებში, შემდეგ მრგვალი ათეულები, ბოლოს კი სრული ორნიშნა რიცხვები. სწავლების პროცესში აღმჩნდა, რომ მოსწავლეებს ერეოდათ თანრიგები. შეცდომის რაობის გარკვევისათვის ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტირება. მოსწავლეებმა თავად წაიკითხეს დავალებები და ისე შეასრულეს დავალებები. შედეგები არასასურველი აღმოჩნდა იმ მოსწავლეთა ნამუშევრებშიც, რომელთაც, ერთი შეხედვით, პრობლემა არ ჰქონდათ სწავლებისას. გადავწყვიტე და განმეორებით ჩავატარე ტესტირება, პირველისგან იმ განსხვავებით, რომ დავალების პირობას და სავარაუდო პასუხებსაც მე ვკითხულობდი. შედეგები მნიშვნელოვნად უკეთესი იყო, ვიდრე წინა ტესტირების დროს. თუმცა დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ პრობლემა პრობლემად რჩებოდა. სწორედ ამ ფაქტობრივმა გარემოებამ მიბიძგა შემერჩია საკვლევი თემა, დამესახა მიზანი და დამედგინა ამოცანები, რომლებიც დამეხმარებოდა პრობლემის დადებითად გადაწყვეტაში. კვლევის  დაწყებამდე ჩამოვყალიბდი, თუ რა იქნებოდა ჩემი კვლევის მთავარი ორიენტირი, რის მიხედვითაც შევიმუშავე   მთავარი საკვლევი კითხვა: როგორ დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს ორნიშნა რიცხვების სიტყვიერ და ციფრულ ჩანაწერებს შორის კავშირის დადგენაში?
მთავარ კითხვაში დასმული პრობლემის დაძლევის მიზნით შევიმუშავე შემდეგი ქვესაკითხები:
·   რა შემთხვევაში გაუადვილდებათ მოსწავლეებმა დაამყარონ კავშირი ორნიშნა რიცხვების სიტყვიერ და ციფრულ ჩანაწერებს შორის?
·      რა ფაქტორები უშლის ხელს მოსწავლეებს ამ კავშირების დანახვაში?
·      როგორ შეიძლება მოსწავლეთა პროვოცირება დასმული ამოცანის გადასაჭრელად?
·      შეფასების რომელი ინსტრუმენტები დამეხმარება ყვველაზე უკეთ მოსწავლეთა პროგრესის გასაზომად?
·      რა ტიპის რესურსები/თვალსაჩინოება/სქემები დამეხმარება, რათა მოსწავლეებმა აღმოაჩინოს კავშირი ორნიშნა რიცხვების სიტყვიერ და ციფრულ ჩანაწერებს შორის?
აღნიშნულ  კითხვებზე  პასუხების  გასაცემად შევარჩიე  ადეკვატური კვლევის მეთოდები და შევიმუშავე კვლევის გეგმა და კვლევის ვადები.
კვლევის დაწყებამდე კოლეგებთან მქონდა სამუშაო შეხვედრა არაფორმალურ გარემოში და ვესაუბრე პრობლემის შესახებ. მათთან კონლსულტაციების შემდეგ შევისწავლე შესაბამისი ლიტერატურა და განვახორციელე ინტერვენციები. პოსტ-ტესტის შედეგების ანალიზმა მიჩვენა, რომ ინტერვენიციები დროული და ადეკვატური იყო.
კვლევა მიმდინარეობდა 8 (რვა) თვის განმავლობაში.  კვლევის დასასრულს 2018 წლის 13 ივნისს გავახორციელე კვლევის ანგარიშის კოლეგებთან გაზიარება. (https://www.facebook.com/photo.php?fbid=2063168890461669&set=ms.c.eJxFzdsNADEIA8GOThgTHv03dhIo5He0GBUnPLPEHO716UAJo44IFhDQJHkhc8C30Nm4UMKGcy4ADRZbnCm4EIyySnsn~%3BQVbKLoIWZgNvoJ9IvgBLvksXA~-~-.bps.a.2063168807128344&type=3&theater) თემა წარმოვადგინე საპრეზენტაციო პროგრამის დახმარებით, სადაც თითოეულ სლაიდზე წარმოდგენილი იყო ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც კვლევის ეფექტურობაზე მიუთითებდა. კოლეგებმა აღნიშნეს, რომ კვლევის ანგარიში სტრუქტურირებულადაა წარმოდგენილი, მოიცავს ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რომლებსაც საკუთარი  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შეფასების ინსტრუმენტი  მოიცავს (ანგარიშის წარდინებას ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის რამოდენიმე წევრი). დამისვეს შეკითხვები, თუ როგორ მოვახდინე პრობლემის იდენტიფიცირება და რა ეტაპები გავიარე, რა მიგნებები და ინტერვენციები განვახორციელე. ვცდილობდი, ამომწურავი პასუხები გამეცა მათთვის, თუ რა არის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა და რა მიზანს ისახავს იგი. თემა, რომელიც ავირჩიე, ვფიქრობ აქტუალური და პრობლემატური იყო, რაშიც კოლეგებიც დამეთანხმნენ. გავეცანი ლიტერატურას, გავიღრმავე ცოდნა, მოვიმარაგე საჭირო რესურსები. უნდა ავღნიშნო, რომ კვლევის შედეგებმა დადებითად იმოქმედა როგორც ჩემზე, ასევე მოსწავლეებზეც. გაიზარდა მათი მოტივაცია, ისინი მზად შეხვდნენ სიახლეებს, ბავშვები აღნიშნავდნენ, რომ მოსწონდათ სხვადასხვა აქტივობების გამოყენება, მათი გაზრდილი მოტივაცია და ენთუზიაზმი ძალიან მახარებდა. კოლეგებს გავაცანი თუ როგორ ვმუშაობდი კვლევის გაფორმებაზე. ავუხსენი, რომ ანგარიშის დასაწერად აუცილებელია დაკვირვებები, ჩანაწერების გაკეთება, მონიტორინგის დღიური. მათ ასევე ვაჩვენე ბლოგი, სადაც უფრო დეტალურად შეეძლოთ გაცნობოდნენ ჩემს მიერ განხორციელებულ კვლევას  (https://reserchmath.blogspot.com/ ). ასევე მომავალში ვაპირებ მეტად მომზადებული შევხვდე მსგავს გამოწვევებს. ჩემმა კოლეგებმა მომცეს რჩევები, თუ როგორ გავაუმჯობესო ჩემი მუშაობა უკეთესი შედეგის მისაღწევად, რომ ისინი ყოველთვის გვერდით დამიდგებიან და ერთად გავუწევთ მონიტორინგს მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას. დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ ამ მიგნებებსა და რეკომენდაციებს გაითვალისწინებდნენ საკუთარ პრაქტიკაში. დასასრულს შევთანხმდით, რომ საჭიროების შემთხვევაში გავუწევ მათ დახმარებას, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში. ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა კვლევამ ჩემს სწავლებაში, საგაკვეთილო პროცესებში, როგორი რთული, მაგრამ ამავე დროს სახალისო მოტივატორი აღმოჩნდა მუშაობის პროცესი.
შეკითხვებზე პასუხის გაცემისას კოლეგებმა თავადვე დაასკვნეს, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არა მხოლოდ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის, არამედ მოსწავლეთა განვითარებისთვისაც.

Комментариев нет:

Отправить комментарий

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლა მათემატიკის უფროსი მასწავლებელი - ხათუნა მარკოზაშვილი საგანი - მათემატიკა ...